კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დაამტკიცეს
კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დაამტკიცეს

კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დაამტკიცეს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

63 წლის ფრანგი მაღალჩინოსანი აღნიშნულ პოსტზე ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში დაამტკიცეს. ის მარიო დრაგის შეცვლის, რომელსაც ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა 2011 წლიდან ეკავა.

კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობას ოფიციალურად პირველი ნოემბრიდან შეუდგება.

„მოუთმენლად ველი ევროპის ცენტრალური ბანკის ნიჭიერ თანამშრომლებთან ერთად მუშაობის დაწყებას”,-  განაცხადა კრისტინ ლაგარდმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ამასთან აღნიშნა, რომ ის ევროზონის ფასეულობებსა და ბანკის სტაბილურობას მხარს უჭერს.

კრისტინ ლაგარდის კანდიდატურა ევროკავშირის სამიტზე 2019 წლის ივლისში წარადგინეს. ამ დროს მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. კანდიდატურის წარდგენის შემდეგ კრისტინ ლაგარდამ განაცხადა, რომ ნომინაციის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის ფარგლებში მუშაობას წყვეტდა.