„ევროპელი სოციალისტები“ - აქტიურად ვმუშაობთ ევროპარლამენტში, რათა მაქსიმალურად განეიტრალდეს ცილისწამება და მოღალატეობრივი ქმედებები, რომელიც ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს
„ევროპელი სოციალისტები“ - აქტიურად ვმუშაობთ ევროპარლამენტში, რათა მაქსიმალურად განეიტრალდეს ცილისწამება და მოღალატეობრივი ქმედებები, რომელიც ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ევროპის სხვადასხვა სტრუქტურაში, განსაკუთრებით,  ევროპარლამენტში, რათა მაქსიმალურად იქნას განეიტრალებული ის ცილისწამება და ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებები, რომლებიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკურ პარტია „ევროპელ სოციალისტებსა“ და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფს შორის არსებობს თანამშრომლობისა და პოლიტიკური პარტნიორობის ურთიერთგაგების მემორანდუმი.

„დღეს, ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ აგორებულია სიცრუის ზღვა ტალღა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ევროპის სხვადასხვა სტრუქტურაში, განსაკუთრებით,  ევროპარლამენტში, რათა მაქსიმალურად იქნას განეიტრალებული ის ცილისწამება და ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებები, რომლებიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობები ჩვენს კოლეგა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც დგანან სოციალური სამართლიანობის, ქვეყნის  დამოუკიდებლობისა და იდენტობის  პლატფორმაზე. ისინი  ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს გვერდში არიან  სამართლიანობისთვის, ქვეყნის ღირსეული მომავლისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის  ბრძოლაში. პოლიტიკურ პარტია „ევროპელ სოციალისტებსა“  და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფს შორის არსებობს თანამშრომლობისა და პოლიტიკური პარტნიორობის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც დაფუძნებულია ქართული სახელმწიფოს ძირითად ისტორიულ, კულტურულ, ეთნიკურ და ეკონომიკური განვითარების პრინციპებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.