ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან ქარუმიძე არჩიეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დღეს საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან ქარუმიძე არჩიეს.
მის კანდიდატურას კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის, კომიტეტის წევრებს მხარდაჭერისთვის,. ჩვენ თითქმის ერთი წელიწადია ერთად ვმუშაობთ და კიდევ საკმაოდ შრომატევადი წელი გველოდება წინ იმისთვის, რომ ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწიოთ, რაც 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადის შეტანაა და მე მჯერა, რომ ერთად დაუღალავი შრომით და ერთმანეთის თანადგომით ამას შევძლებთ. დიდი მადლობა და წარმატებები ჩვენს კომიტეტს ამ დასახულ მიზნებში“, – განაცხადა ქარუმიძემ.