ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილი მეთაური - აშშ-მა უკრაინას არ მიაწოდა იარაღი, რომელსაც შესაძლოა, უკრაინა გამარჯვებამდე მიმდინარე წელსვე მიეყვანა
ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილი მეთაური - აშშ-მა უკრაინას არ მიაწოდა იარაღი, რომელსაც შესაძლოა, უკრაინა გამარჯვებამდე მიმდინარე წელსვე მიეყვანა

აშშ-მა უკრაინას არ მიაწოდა იარაღი, რომელსაც შესაძლოა, უკრაინა გამარჯვებამდე მიმდინარე წელსვე მიეყვანა, – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა უესლი კლარკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომი ჩიხში არ არის და სხვადასხვა მოვლენამ, როგორც პოზიტიურმა, ისე ნეგატიურმა, ვითარება ნებისმიერ წუთს შეიძლება გახადოს „უკიდურესად დინამიკური“.

„უკრაინის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ომში დამოკიდებულია არა მხოლოდ უკვე დაპირებული იარაღის მიწოდებაზე, როგორებიცაა, მაგალითად, ATACMS-ის საარტილერიო სისტემები ან F-16-ები, არამედ ახალი მაღალტექნოლოგიური იარაღის მიწოდებაზე, რომლის მიწოდებაც მოკავშირეებს შეუძლიათ, ან რომლის წარმოებაც უკრაინას დამოუკიდებლად შეეძლება”, – განაცხადა კლარკმა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება სრულიად ახალი ტიპის იარაღი, რომელიც აზიანებს სამიზნეს მაღალი ორიენტირებული ენერგიით, ჭურვის გარეშე. ესენია: ლაზერული სხივები, მიკროტალღები, ნაწილაკების სხივები და ბგერითი სხივები. როგორც კლარკმა აღნიშნა, ეს ტექნოლოგია შეიძლება, გამოიყენონ ადამიანების, რაკეტების, მანქანებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ.

„აშშ-ს აქვს ეს იარაღი, ისრაელს აქვს. ქვეითები, ტანკები – ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ მივდივართ მიმართული ენერგიისკენ იმაზე სწრაფად, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თქვენ რუსეთთან ტექნოლოგიურ რბოლაში ხართ და თუ მას არ მოიგებთ, ჩვენ ვერ მოგაწოდებთ საკმარის ტყვიას და ტანკებს, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე ისრაელი მიხვდება, რომ ვლადიმერ პუტინი არ არის მათი მეგობარი და რუსეთი არ არის მათი ჩრდილოელი მეგობარი, არამედ ჩრდილოელი მეტოქეა და ისინი მიხვდებიან, რომ ისრაელის უსაფრთხოება ნაწილობრივ მაინც დამოკიდებულია უკრაინის უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა კლარკმა.