ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან და თუ შესაძლებელია, უფრო მალე, საქართველო ევროკავშირის წევრად ვიხილოთ
კომპრომისებზე წასვლა პოლიტიკაში სულაც არ ნიშნავს ჩვენს სისუსტეს, არამედ პირიქით, ეს ნიშნავს სიძლიერეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, კლარა დობრევმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამის მაგალითს აჩვენებენ და იგივეს ვიტყოდი ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია ის დიალოგი, რომელიც დაიწყო და ასე უნდა გაგრძელდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან და თუ შესაძლებელია, უფრო მალე საქართველო ევროკავშირის წევრად ვიხილოთ“, – განაცხადა კლარა დობრევმა.