ილია დარჩიაშვილი - ევროკომისართან შეხვედრაზე საშუალება გვექნება, ვისაუბროთ სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინებზე და ნაბიჯებზე, რომლებიც ხელისუფლებამ პრიორიტეტების შესრულების კუთხით გადადგა
ილია დარჩიაშვილი - ევროკომისართან შეხვედრაზე საშუალება გვექნება, ვისაუბროთ სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინებზე და ნაბიჯებზე, რომლებიც ხელისუფლებამ პრიორიტეტების შესრულების კუთხით გადადგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე საუბარი იქნება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინებზე.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ რეკომენდაციების შესრულების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ახლახან მოვისმინეთ კომისრის შეფასება, დღეს კიდევ გვექნება საშუალება, ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინებზე, კონკრეტულ ქმედებებზე, ნაბიჯებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ 12 პრიორიტეტის მიმართულებით გაატარა. დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ მოლოდინებზე, კონკრეტულ შედეგებზე, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის და ვისაუბრებთ შემდგომ ნაბიჯებზე, როგორ გაგრძელდება ორმხრივი კოორდინაცია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.