ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავა
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავა

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავა. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით ნდობა გამოუცხადეს.

ახალი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი 20-21 თებერვალს შედგება.

„პრინციპში, უკვე დაგეგმილია, 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-ს. უკვე არის გაწერილი დღის წესრიგიც. შესაბამისად, პირველი ვიზიტი განხორციელდება ბრიუსელში“, – აღნიშნა კობახიძემ.