ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი სვეტლანა ციხანოვსკაიას ევროპარლამენტში იწვევს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი სვეტლანა ციხანოვსკაიას ევროპარლამენტში იწვევს. ამის შესახებ სასოლი „ტვიტერში“ წერს.
„დღეს ვესაუბრე სვეტლანა ციხანოვსკაიას ბელარუსში არსებულ ღრმად შემაშფოთებელ ვითარებაზე. მან მიიღო ჩვენი მოწვევა ევროპარლამენტში. პარლამენტი ერთიანია ბელარუსი ხალხის მხარდაჭერაში, დემოკრატიისთვის მათ ბრძოლაში, რათა თავისუფლად აირჩიონ ქვეყნის მომავალი“, – წერს დევიდ სასოლი.
აღსანიშნავია, რომ სვეტლანა ციხანოვსკაიამ ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საგანგებო სხდომაში, სადაც ის ვირტუალურად ჩაერთო.
სვეტლანა ციხანოვსკაია, ბელარუსის ცესკო-ს შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დამარცხდა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა.