ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ანგელა მერკელის კოალიცია შიდა მოლაპარაკებებს გამართავს
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ანგელა მერკელის კოალიცია შიდა მოლაპარაკებებს გამართავს

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის კოალიცია შიდა მოლაპარაკებებს გამართავს.

წინასწარი მონაცემებით, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკმა ხმების 28,9 პროცენტი მიიღო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 6,4 პროცენტით ნაკლებია. ეს ევროპული არჩევნების ისტორიაში ბლოკის ყველაზე ცუდი შედეგია.

მნიშვნელოვნად შესუსტდა მესამე ადგილზე გასული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოზიციაც, რომელსაც ამომრჩეველთა 15,8 პროცენტმა მისცა ხმა. წინა არჩევნებთან შედარებით, ეს 11,5 პროცენტით ნაკლებია. გერმანიაში მეორე ადგილზე მწვანეები გავიდნენ, რომლებმაც ხმების 20,5 პროცენტი დააგროვეს. „მწვანეთა პარტიამ“ წინა არჩევნებთან შედარებით, შედეგები გააორმაგა. მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 11 პროცენტი დააგროვა, მემარჯვენე პარტიამ კი – 5,5 პროცენტი.

გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 62,7 პროცენტი შეადგინა. შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტიამ“ და „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსმა“ ევროპარლამენტში მანდატები დაკარგეს, რის გამოც პირველად ეს ორი ძალა კოალიციას ვერ ჩამოაყალიბებს. ანალიტიკოსების პროგნოზით, ისინი კოალიციას სავარაუდოდ „ლიბერალებთან“ და „მწვანეებთანჩამაყალიბებენ.