ევროპარლამენტი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საბრძოლო მოქმედებებში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას ითხოვს
ევროპარლამენტი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საბრძოლო მოქმედებებში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას ითხოვს

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ თავასხმებს და აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. დოკუმენტს 500-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 21 იყო, 24-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საჭიროა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიკვიდაცია. დეპუტატები ასევე ითხოვენ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფელბას.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა, ასევე, ისრაელის საპასუხო ქმედებები რეგიონში ძალადობის ციკლის გაძლირების რისკს ქმნის. ამიტომ ევროპარლამენტის წევრები გამოდიან მოწოდებით, გამოცხადდეს ჰუმანიტარული პაუზა საბრძოლო მოქმედებებში. ევროპელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ თავდასხმები სამოქალაქო პირებზე და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის გაერო-ს თანამშრომლებზე, მედიკოსებზე და ჟურნალისტებზე, საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.

ევროპარლამენტის წევრები ასევე ითხოვენ ღაზაში ალ-აჰლის საავადმყოფოს აფეთქების დამოუკიდებელ გამოძიებას, ასევე მთელი „ჰეზბოლის“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფებების სიაში შეყვანას.

რეზოლუცია ასევე მკაცრად გმობს ირანის მხარდაჭრას „ჰამასის“ და ღაზის სექტორშის სხვა ტერორისტული ჯგუფების მიმართ. ასევე, ითხოვს გამოძიებას რეგიონში ტერორიზმის დაფინანსებასა და მხარდაჭერაში ირანის, ასევე კატარისა და რუსეთის როლთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაძლიერებას ემხრობიან, ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას, გულდასმით შეისწავლოს პალესტინისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რათა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ირიბად ან პირდაპირ არ მოხმარდეს ტერორიზმის დაფინანსებას. ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რო ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნდა გაგრძელდეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა.

ამავდროულად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება მზარდი ანტისემიტიზმის გამო.