ევროპარლამენტარი - ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერას
ევროპარლამენტარი - ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერას

ვითხოვთ პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერას, რომელიც ახლა დაიწყო და ამ საღამოს გაგრძელდება. ეს ევროკავშირის დელეგაციის მიერ არის ინიცირებული და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვაიოლა ფონკრამონმა ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროპარლამენტარი სთხოვს მთავრობას, პატივი სცეს ეუთო-ს რეკომენდაციებს, რაც, მისივე თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია და კარგი ფუნდამენტია ოპოზიციასთან დიალოგისთვის.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ოპოზიციურ მხარესთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან. ვფიქრობ, ჩვენზეა დამოკიდებული, გავაძლიეროთ დემოკრატია საქართველოში. სწორედ ამიტომ, ვითხოვთ პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერას, რომელიც ახლა დაიწყო და ამ საღამოს, 18:00 საათის შემდეგ გაგრძელდება. ეს ევროკავშირის დელეგაციის მიერ არის ინიცირებული და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ვიმედოვნებთ, ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება.

ვთხოვე მთავრობას, პატივი სცეს ეუთო-ს რეკომენდაციებს, რაც ვფიქრობ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია და ეს უკვე არის კარგი ფუნდამენტი ოპოზიციასთან დიალოგისთვის“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.