გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება

სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, ევროპარლამენტი შანტაჟის ენას იყენებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ წინა რეზოლუციების, რომლებიც გააქარწყლა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ვითომ წამებასა და კეზერაშვილის ვითომ მედიამენეჯერობაზე.

„ბოლო მოწვევის სესიაა და ბოლო რეზოლუცია საქართველოს მიმართ წკეპლასავით გამოიყენა, რაც არ იქნება ქართველი ხალხის მიმართ, რადგან ვიცით, უვიზო მიმოსვლა როგორ გაიცემა და ამას როგორი თანხმობა სჭირდება. ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება, თუმცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი კორუფციაშია მხილებული და მალე „ფარაში“ ვნახავთ, რამდენი მილიონი დაიხარჯა რეზოლუციებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.