ევროპარლამენტარი საჯად კარიმი - ჩვენი მიზანია, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გამყარებას ხელი შევუწყოთ
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმი პირველ არხთან ბრიუსელში საუბრობს.
როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, მათი მიზანია, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გამყარებას ხელი შეუწყონ.
„მოუთმენლად ველოდები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას. ეს არის სასარგებლო დიალოგი. გვაქვს დატვირთული დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გამყარებას შევუწყოთ ხელი, განვამტკიცოთ და სრულად გამოვიყენოთ არსებული მექანიზმები. დავეხმაროთ საქართველოს იმ ევროპულ გზაზე, რომელიც ქვეყანამ აირჩია. ველოდები ქართველ კოლეგებს და მათთან ერთად მსჯელობას“,- განუცხადა პირველ არხს კარიმმა.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო სხდომა გაიმართება.