ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე - აუცილებელია ნატო-ს 2008 წლის სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ზოგიერთი წევრი არ დაეთანხმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას საქართველოსთვის
აუცილებელია ნატო-ს 2008 წლის სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ზოგიერთი წევრი არ დაეთანხმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას უკრაინისა და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რასა იუკნევიჩენემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მოქმედების დროა.
„პუტინის შეკავება შესაძლებელია. აუცილებელია ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ზოგიერთი წევრი არ დაეთანხმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას უკრაინისა და საქართველოსთვის. ახლა მოქმედების დროა, რადგან პუტინი უსაფრთხოების ვაკუუმს იყენებს, ატერორებს მეზობლებს და ყველა დემოკრატიას“, – წერს ევროპარლამენტარი მიკრობლოგ „ტვიტერში.“
ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა სამომავლოდ ნატო-ს წევრები გახდებიან.