ევროპარლამენტარი პეტარ ვოლგინი - ევროკავშირი და აშშ სანქციებით ემუქრებიან საქართველოს, რადგან მთავრობა უარს ამბობს, იყოს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მარიონეტი
ევროკავშირი და აშშ სანქციებით ემუქრებიან საქართველოს, რადგან მთავრობა უარს ამბობს, იყოს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მარიონეტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტარ ვოლგინმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბულგარელმა ევროპარლამენტარმა აღნიშნა, საქართველომ დაიცვა საკუთარი და არა უცხოური ძალების ინტერესები.
„ევროკავშირი და აშშ სანქციებით ემუქრებიან საქართველოს. რის გამო? იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს იყოს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მარიონეტი. ამ ქვეყანამ დაიცვა საკუთარი ინტერესები და არა უცხოური ძალების. საქართველო მიიღო მნიშვნელოვანი კანონები, მათ შორის უცხოური აგენტების და ლგბტ პროპაგანდის შესახებ. დამტკიცებულია, რომ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს სტრუქტურები მხარს უჭერენ ამერიკისა და გლობალისტების დოქტრინას, ისინი ძირს უთხრიან ეროვნულ სახელმწიფოს. მათ სურთ, საქართველო კიდევ ერთ ევროატლანტიკურ მარიონეტად და კოლონიად აქციონ. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ არის და იმედი მაქვს, საქართველოს არ ელოდება იგივე ბედი, რაც სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც ახლა სხვა სახელმწიფოთა მარიონეტებს წარმოადგენენ“, – განაცხადა ვოლგინმა.