ევროპარლამენტარი მიხაელ ზიბერტი - საქართველოსთან მიმართებაში უნდა ვიყოთ მკაფიოები, მაგრამ რომ არ გადავაჭარბოთ, ფრთხილები, რადგან არ გვსურს საქართველოს დაკარგვა ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით, უნდა ვიყოთ მკაფიოები, მაგრამ ამავე დროს ფრთხილები, რომ არ გადავაჭარბოთ, რადგან არ გვსურს საქართველოს დაკარგვა ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ ზიბერტმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხს განიხილავდნენ.
„ვიზიარებ აქ გამოთქმულ წუხილს, რომ საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით, რაც იყო მაგალითად 19 აპრილის შეთანხმების ბაზა. ჩვენ აქ ჯერ კიდევ განვიხილავთ, როგორ გავართვათ თავი ამას.
ჩვენ, როგორც ქალბატონმა კრამონმა თქვა, უნდა ვაჩვენოთ „მათრახი და თაფლაკვერი“, მათთან ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ. რა არის სასამართლო სისტემის რეფორმის არსი, რა არის გზა ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, რაშიც ვიტყოდი, რომ ოპოზიცია ბევრი თვალსაზრისით ეხმარება, მაგრამ საბოლოოდ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ განახორციელოს სასამართლო რეფორმა. ამავდროულად უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ გადავაჭარბოთ და „ბავშვი ნაბან წყალს არ გადავაყოლოთ“, რადგან არ გვსურს საქართველოს დაკარგვა ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა ზიბერტმა.