ევროპარლამენტარი ანა გომეში საქართველოს ეწვია
ევროპარლამენტარი ანა გომეში საქართველოს ეწვია

ევროპარლამენტარი ანა გომეში დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეწვია. გომეშს  დღეს შეხვედრები აქვს დაგეგმილი როგორც საპარლამენტო უმცირესობასთან, ასევე მმართველ გუნდთან. შეხვედრის მთავარი თემა წინასაარჩევნო მდგომარეობა იქნება. ევროპარლამენტარი ასევე დაესწრება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო სესიას, სადაც საქართველოს მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები საპარლამენტთაშორისო წესდებას მოაწერენ ხელს.

“მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. ჩვენ საპარლამენტო ასამბლეას დავესწრებით, სადაც შევხვდებით ქართველ მეგობრებს საქართველოს პარლამენტიდან. ასევე მოლდოვის, უკრაინის წევრებს”,- განაცხადა ანა გომეშმა.