„ევროპა ნოსტრას“ ევროპული მემკვიდრეობის კონსერვაციის საუკეთესო პროექტების კონკურსში მუცოს ციხე-სოფლის კონსერვაციის პროექტია წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უწყების მიერ მომზადებულ საპრეზენტაციო დოკუმენტაციას საერთაშორისო ორგანიზაცია მომავალ წელს განიხილავს. კონკურსში, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანა წარადგენს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტებს. თავის მხრივ, „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლის მიღებითაც ქვეყანას ენიჭება მნიშვნელოვანი სტატუსი რეაბილიტაცია კონსერვაციის პროექტირებისა და განხორციელების გამოყენებული სტანდარტებისთვის.
„ევროპა ნოსტრას“ სპეციალური კომისია ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობითი ჟიურისგან კომპლექტდება. გამარჯვებული ქვეყნის პროექტს კი 2019 წლის გაზაფხულზე გამოავლენს. მუცოს ციხე-სოფლის განხორციელებულმა სარეაბილიტაციო პროექტმა მე-13 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სპეციალური პრიზი მიიღო.