„ევრონიუსი“ - უკრაინა მზად არის, დონბასის რეგიონის „სპეციალური სტატუსის“ განსაზღვრაზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს
„ევრონიუსი“ - უკრაინა მზად არის, დონბასის რეგიონის „სპეციალური სტატუსის“ განსაზღვრაზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს

უკრაინა მზად არის, ჩაერთოს მოლაპარაკებებში „სპეციალური სტატუსის“ განსაზღვრაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც კავშირი აქვს აშშ-სა და უკრაინის კერძო მოლაპარაკებებთან.

„ევრონიუსის“ წყარო ამბობს, რომ უკრაინა უარს იტყვის ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც რეგიონს აძლევს ვეტოს ვირტუალურ უფლებას ეროვნულ პოლიტიკაზე.

„უკრაინა მზად არის, ჩაერთოს მოლაპარაკებებში „სპეციალური სტატუსის“ განსაზღვრაზე, მათ შორის შესაძლო ცვლილებების ჩათვლით, რომლებიც განაპირობებს მის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის კულტურულ და ენობრივ განსხვავებებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე მოსაუბრეა“, – წერს „ევრონიუსი“.

მანამდე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა უკრაინული კომპრომისების საჭიროების შესახებ კითხვაზე განაცხადა, რომ უკრაინელებმა წამოაყენეს კონსტრუქციული იდეები დიპლომატიის წინსვლის შესახებ და ვაშინგტონი ამას მხარს უჭერს.