აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართება, სადაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილების შეჯამება, არსებული სტატისტიკის გაანალიზება, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და მიმდინარე გამოწვევებს სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ.
შეხვედრაზე პრეზენტაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარადგენს.
ამასთან, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის პროგრამის კოორდინატორი, მარკ ჰულსტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა”-ს ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი ისაუბრებს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საქართველოდან ევროკავშირში უკანონო მიგრაციის პრევენციის მიზნით თანამშრომლობის გზები. შეხვედრა 11:00 საათზე ნატოს საინფორმაციო ცენტრში გაიმართება.