პარლამენტში საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავენ
პარლამენტში საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტში საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების წინაშე ბიუჯეტის ხარჯვითი და საშემოსავლო ნაწილი წარადგინა.

მისი თქმით, საგარეო ვალზე გასულ წელს 665 მილიონი ლარი მიიმართა.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრები საგადასახადო შემოსავლების ნაწილში 200 მილიონით გაიზარდა, რომელმაც გასული წლის შემოდგომაზე 9 მილიარდ 779 მილიონი ლარი შეადგინა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატების კითხვები შეეხება პენსიების ზრდას, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას და პედაგოგების ხელფასების ზრდას.

გიორგი კაკაურიძის თქმით, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის ეტაპობრივად მოხდა ხელფასების მატება.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვას, რატომ არ მიდის პარლამენტში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, კაკაურიძის თქმით, მინისტრი ამ პერიოდში შეხვედრებს სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან მართავს, თუმცა ის პარლამენტში დეპუტატების წინაშე აუცილებლად წარდგება.

დატოვე კომენტარი