ევროკავშირში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ სიმენსის ტურბინის დაბრუნებისთვის დაბრკოლება არ არსებობს
ევროკავშირში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ სიმენსის ტურბინის დაბრუნებისთვის დაბრკოლება არ არსებობს

„ჩრდილოეთის ნაკადის“ სიმენსის ტურბინის დაბრუნებისთვის დაბრკოლება არ არსებობს, – განაცხადა ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, არიანა პოდესტამ „გაზპრომის“ განცხადების საპასუხოდ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არ მოიცავს ევროკავშირში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებს. მათ შორის, სანქციები არ ეხება „ჩრდილოეთის ნაკადს“ და აღნიშნული გაზსადენი მოხსენიებული არ არის ეკონომიკურ სანქციებში, რის გამოც, ტურბინის დაბრუნებას დაბრკოლება ვერ შეექმნება.

ცოტა ხნის წინ, გაზპრომმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სანქციები სიმენსის ძრავის მიწოდებას „ჩრდილოეთის ნაკადის“ საკომპრესორო სადგურ პორტოვაიაზე შეუძლებელს ხდის.