ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველმა ღიად გეი პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველმა ღიად გეი პრეზიდენტმა ფიცი დადო. ლატვიის პრეზიდენტად არჩეულ ედგარს რინკევიჩსის ინაუგურაცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საზეიმო სხდომაზე გაიმართა. ინფორმაციას ლატვიის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.
„ვფიცავ, ჩემს საქმიანობას მივუძღვნი ლატვიის ხალხს. გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რათა ხელი შევუწყო ლატვიის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას. დავიცავ კონსტიტუციას და სახელმწიფოს კანონმდებლობას. ვიქნები სამართლიანი ყველას მიმართ და მოვალეობას კეთილსინდისიერად შევასრულებ“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა სეიმის სხდომაზე ფიცის დადების დროს.
თავის გამოსვლაში რინკევიჩმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს თანამედროვე, ძლიერ და სამართლიან ლატვიას.
ლატვიის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ედგარს რინკევიჩსი ამ ქვეყნის მეშვიდე პრეზიდენტი გახდა. მანამდე ის 12 წელი ხელმძღვანელობდა ლატვიის საგარეო უწყებას.