ევროკავშირის წარმომადგენლობა - წუხილს გამოვთქვამთ „პრაიდფესტივალის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, გულდასაწყვეტია, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი
ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს დღეს „პრაიდფესტივალის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.
„გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.