ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.
„ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმის მიცემა უკანონოა.
„რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უაღრესად შეზღუდულ გარემოში, სისტემური შიდა რეპრესიების პირობებში, ეუთო-ს დამკვირვებლების გარეშე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმის მიცემა უკანონოა“, – წერს პიტერ სტანო.
The EU considers the Russian presidential election polling stations opened in occupied breakaway regions of Abkhazia & South Ossetia without consent of the Georgian Government illegal. The EU remains fully committed to Georgia’s sovereignty, independence & territorial integrity. https://t.co/NkiO7yIIJ7
— EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) March 18, 2024