ევროკავშირის წარმომადგენლობა – წუხილს გამოვთქვამთ „პრაიდფესტივალის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, გულდასაწყვეტია, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი

19:26, 08.07.2023

ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს დღეს „პრაიდფესტივალის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

„გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

 

მსგავსი