ევროკავშირის შეფასებით, ბელარუსში საპარლამენტო არჩევნებმა საერთაშორისო სტანდარტებს ვერ უპასუხა
ევროკავშირის შეფასებით, ბელარუსში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა საერთაშორისო სტანდარტებს ვერ უპასუხა.
„ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები საერთო ჯამში მშვიდ გარემოში ჩატარდა, შესაბამისად, ეს იყო კარგი შანსი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარებულიყო. ეუთო-სა და ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები უგულებელყოფილი იყო. 2020 საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აუცილებელია, რომ ბელარუსის მთავრობამ კომპლექსურ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა განაახლოს“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბელარუსში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება.