ევროკავშირის შეფასებით, ბელარუსში საპარლამენტო არჩევნებმა საერთაშორისო სტანდარტებს ვერ უპასუხა

22:21, 18.11.2019

ევროკავშირის შეფასებით, ბელარუსში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა საერთაშორისო სტანდარტებს ვერ უპასუხა.

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები საერთო ჯამში მშვიდ გარემოში ჩატარდა, შესაბამისად, ეს იყო კარგი შანსი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარებულიყო. ეუთო-სა და ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები უგულებელყოფილი იყო. 2020 საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აუცილებელია, რომ ბელარუსის მთავრობამ კომპლექსურ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა განაახლოს“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება.

მსგავსი