ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, პოლონეთი სამართლებრივ რეფორმას გააგრძელებს
ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, პოლონეთი სამართლებრივ რეფორმას გააგრძელებს. ამის შესახებ პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება მშვიდად მივიღე. საუბარია პოლიტიკაზე და არა კანონის უზენაესობაზე. პოლონეთი სამართლებრივი სახელმწიფოა. ჩვენ იუსტიციის რეფორმა უნდა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა ზბიგნევ ზებრომ.
პოლონეთში სასამართლო რეფორმის დაწყების გამო, ევროკომისიამ ვარშავის წინააღმდეგ სასანქციო პროცედურების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ბრიუსელში ფიქრობენ, რომ პოლონეთის რეფორმა დემოკრატიულ ნორმებზე უარის თქმას ნიშნავს, რადგან სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცევა.
თავდაპირველად, ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროკავშირის სულ მცირე 22-მა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ კი, სანქციების დასაწესებლად საჭიროა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობების ან სახელმწიფოთა მეთაურებმა უნდა მიიღონ.