ევროკავშირის საბჭოს სამიტის დაწყებამდე, ვიქტორ ორბანის, ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის საბჭოს სამიტის დაწყებამდე, ვიქტორ ორბანის, ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის საბჭოს სამიტის დაწყებამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ლიდერებისთვის ყველაზე მწვავე შესათანხმებელია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა.

გავრცელებული ცნობით, უნგრეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების შეხვედრას მოგვიანებით შეუერთდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ორბანი ცდილობდა, გაემართლებინა თავისი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით კორუფციისა და სხვა საკითხების მოტივით. სამიტის დაწყებამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას კრიტერიუმები არ დაუკმაყოფილებია და გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება კიევთან შეუძლებელია.