ევროკავშირის ლიდერებისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა 9 მარტს შედგება
ევროკავშირის ლიდერებისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა 9 მარტს შედგება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ბრიუსელში ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის უმასპინძლებენ. მთავარი განსახილველი საკითხი კი სირიის კრიზისი, მიგრაცია, უსაფრთხოება და სტაბილურობა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას მიკრობლოგ „ტვიტერში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესმდივანი აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ სირიის პროვინცია იდლიბში, ბოლო პერიოდში გამწვავებული ვითარების ფონზე, ოფიციალურმა ანკარამ სირიელი მიგრანტების ნაკადის შეკავებაზე უარი განაცხადა და მათ ევროპისკენ საზღვარი გაუხსნა.