ევროკავშირის ლიდერები ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვის შექმნის საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის ლიდერები ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვის შექმნის საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვის შექმნის საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

ესტონეთში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა ძირითადად ბუნებრივი აირის გაძვირებამ გამოიწვია.

„რაც შეეხება ბუნებრივი აირს ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული. გაზის 90% იმპორტირებულია. გლობალურად ეკონომიკა ზრდა იწყებს, რაც მოთხოვნის ზრდასთან არის დაკავშირებული, თუმცა მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად არ იზრდება. ჩვენ მადლიერები ვართ, რადგან ის პროდუქციას ზრდის, მაგრამ როგორც ჩანს, იგივე არ ხდება რუსეთის შემთხვევაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირს მეტი ინვესტიციების დაბანდება მოუწია განახლებული ენერგიის წყაროების განვითარებაში, რაც ევროპას მეტ დამოუკიდებლობას და სტაბილურ ფასებს მოუტანს. დამატებითი ნაბიჯების გადადგმაზე ევროპელი ლიდერები 20-21 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტზე ისაუბრებენ.

„რაც შეეხება მოკლევადიან ნაბიჯებს, ჩვენ დღეს და შემდეგ ორ კვირაში, ფორმალური შეხვედრის დროს განვიხილავთ ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვის შექმნის საკითხს და ზოგადად გადავხედავთ ელექტროენერგიის ბაზარზე არსებულ სიტუაციას, რადგან თუ ელექტროენერგია ძვირია, ეს უკავშირდება ბუნებრივი არისი გაძვირებას და ჩვენ ამ ორი ბაზრის განცალკევების საკითხზეც უნდა ვიმსჯელოთ, რადგან გვაქვს უფრო იაფი განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასი რეკორდულ ნიშნულ აღწევს. ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 000 კუბური მეტრი გაზი 1 250 დოლარი ღირს.