გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში დღევანდელ ევროსამიტზე, ევროგაერთიანების საკითხების გარდა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებაზეც იმსჯელებენ.
ევროგაერთიანების ლიდერებმა აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას „სახიფათო ნაბიჯი“ უწოდეს.
ევროსტრუქტურებში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულია.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ მათი აზრით, ორი სახელმწიფოს პრინციპი ერთადერთი გზაა, რომლითაც სიტუაცია შეიძლება განიმუხტოს.
ებრაული გაზეთის HAARETZ-ის ცნობით, ბელგიის პრემიერ-მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა იერუსალიმის შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღონ, სადაც ორგანიზაციის პოზიცია კიდევ ერთხელ დაფიქსირდება.