ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მეორე დღეს აჯამებს
ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მეორე დღეს აჯამებს

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პერსონალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მეორე დღეს აჯამებს.

როგორც დელეგაცია აღნიშნავს, დანიელსონმა დაასრულა საწყისი დისკუსიები პოლიტიკური პროცესის ყველა მხარესთან.

„ელჩ ჰარცელთან და მის გუნდთან ერთად, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის ხელშეწყობით, მან იმუშავა პოლიტიკურ მხარეებს შორის საერთო პოზიციების განსასაზღვრად მომავალი კონსულტაციებისთვის“, –  აღნიშნულია განცხადებაში.