ევროჯგუფმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. აღნიშნული პოსტი ირლანდიის ფინანსთა, სახელმწიფო ხარჯებისა და რეფორმების მინისტრმა პასკალ დონოჰომ დაიკავა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროჯგუფის პრეზიდენტის თანამდებობაზე პასკალ დაონოჰო პორტუგალიის ფინანსთა მინისტრს, მარიო ჩენტენოს შეცვლის, რომელიც ევროჯგუფს 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
ევროჯგუფის ახალი თავმჯდომარის უფლებამოსილებები 13 ივლისიდან შევა ძალაში და 2,5 წელი გაგრძელდება.
ევროჯგუფის პირველი შეხვედრა დონოჰოს ხელმძღვანელობით 11 სექტემბერს არის დაგეგმილი. ევროჯგუფი ევროკავშირის საბჭოს არაოფიციალური სტრუქტურაა, რომელიც ევროზონის ფინანსთა მინისტრებს აერთიანებს.