ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები ქალაქ ბახმუტის მოწინავე პოზიციებიდან უკანა ხაზზე გადავლენ და ეს პროცესი პირველ ივნისამდე დასრულდება
ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები ქალაქ ბახმუტის მოწინავე პოზიციებიდან უკანა ხაზზე გადავლენ და ეს პროცესი პირველ ივნისამდე დასრულდება

კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები ქალაქ ბახმუტის მოწინავე პოზიციებიდან უკანა ხაზზე გადავლენ და ეს პროცესი პირველ ივნისამდე დასრულდება.

ევგენი პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლები კიდევ ხუთი დღე დაიცავენ ბახმუტს, რის შემდეგაც პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს გადასცემენ.

„25 რიცხვიდან ვტოვებთ სამხედრო მოქმედებების ზონას. პირველი ივნისიდან „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ იქნება მოწინავე პოზიციებზე, ვიდრე ჩვენ არ აღვიჭურვებით და ხელახალ ფორმირებას და სწავლებას არ გავივლით“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

მისივე მტკიცებით, ბახმუტის დასახლებების, ხრონოვოესა და ივანოვსკოეს შტურმს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები განახორციელებენ.

20 მაისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მათ სრულად დაიკავეს ბახმუტი, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას უარყოფენ.