21 აპრილს აღდგომას აღნიშნავს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია. შერიგების ეკლესიაში (ტერენტი გრანელის ქ. 15) სადღესასწაულო ლიტურგია დილის 11:00 საათზე დაიწყება.
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიას საქართველოში ორი საუკუნის ისტორია აქვს. ეკლესიის მრევლს თავისუფლად შეკრების უფლება 1991 წლიდან მიეცა. საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს. მათ შორისაა თბილისის შერიგების ეკლესია ასურეთის ფილიალითურთ, რუსთავის მშვიდობის ეკლესია, გარდაბნის სამრევლო, ბოლნისის პავლეს სამრევლო, ბორჯომის სამრევლო, სოხუმის სამრევლო, ბაქოს მაცხოვრის სამრევლო.
ეკლესია დაახლოებით 1000 წევრს ითვლის.