ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი რუსული მხარის მიერ საქართველოსა და უკრაინაში ლაბორატორიების შესახებ განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს
ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ჯეიმს გილმორი დეზინფორმაციას უწოდებს რუსული მხარის მიერ საქართველოსა და უკრაინაში ლაბორატორიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
საუბარია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში განსაკუთრებით საშიში პათოგენებით დახურული ექსპერიმენტები ტარდება.“
„აშშ სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ რუსეთი ასეთი დეზინფორმაციით წარდგა. ჩვენ ეს განვიხილეთ აქამდე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინასთან ერთობლივად ხორციელდება ძალისხმევა, აღმოცენებული ამ საშინელი დაავადებების გამოსავლენად და მშვიდობიანი კვლევებისა და ვაქცინის შემუშავებისთვის შესაძლებლობის შესაქმენლად.
ჩვენ ვულოცავთ საქართველოსა და უკრაინას არა მხოლოდ მათ დღევანდელ განცხადებებს, არამედ მეცნიერებაში მათ წინსვლასა და უფრო უსაფრთხო და მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნის მცდელობაზე მუშაობას. ვარაუდი, რომ უკრაინასა და საქართველოში ან სადმე სხვაგან რაიმე საიდუმლოდ ხდება, გულწრფელად გითხრათ, უცნაურია. ვფიქრობ, ამგვარი გზავნილი არ იქნება მისაღები რუსეთის მოსახლეობისთვის, რომელიც დღეს, ისევე როგორც სხვები, იტანჯება კორონავირუსის გამო.
ნებისმიერი წინსვლა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ან ნებისმიერი მომავალი პანდემიის წინააღმდეგ, იქნება სასარგებლო ყველასთვის მსოფლიოში, მათ შორის რუსი ხალხისთვისაც და ეს არის მომავალი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ“, – განაცხადა ელჩმა, ჯეიმს გილმორმა.