ეთიკის საბჭოში დეპუტატთა რაოდენობა იზრდება. შესაბამისი დადგენილება უკვე მომზადებულია, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
ეთიკის საბჭოში რვა წევრის ნაცვლად, 12 წევრი იქნება წარმოდგენილი. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ეთიკის საბჭო დეპუტატის მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებებს ან გადაცდომებს სწავლობს.