ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს [ვიდეო]
დამოუკიდებლობის 100 წლისთავს გილოცავთ, – ამ სიტყვებით ულოცავს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. მილოცვის ტექსტი Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„ბედნიერები ვართ, აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი ჩვენს შესანიშნავ ქართველ მეგობრებთან ერთად. ჩვენს ხალხს ბევრი რამ აქვს საერთო. დამოუკიდებლობის 100 წლისთავს გილოცავთ!“ – წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე.
ესტონეთის ვოკალურმა გუნდმა ტალინში მდებარე საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით კონცერტი გამართა.