ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებას ითხოვს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება სვენ მიკსერმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
„ეს არის ბერკეტი, რომლითაც რუსეთი ევროპის პოლიტიკაში ჩარევას აპირებს, ამიტომ ევროპის ინტერესებშია, რომ ამ გაზსადენის მშენებლობა შეჩერდეს“, – განაცხადა ესტონელმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, მანამდე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანის შეჩერების პირობა დადო დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლეკე რასმუსენმა. ამის გამო, პროექტის ხელძღვანელებმა არ გამორიცხეს, რომ გაზსადენის მარშრუტი შეცვალონ.
„ჩრილოეთის ნაკადი 2“-ით რუსული ბუნებრივი აირი ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში უნდა მოხვდეს. მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა გერმანიამ, ფინეთმა და შვედეთმა.
პროექტის განხორცილების წინააღმდეგ გამოდიან ბალტიისპირეთის სახელმწიფოები პოლონეთი, უკრაინა და აშშ-ი. კიევში შიშობენ, რომ აღნიშნული გაზსადენის ამუშავების შემდეგ უკრაინა რუსული გაზის სატრანზიტო ფუნქციას დაკარგავს.