ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ტალინი რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების შესაძლებლობის გამო შეშფოთებულია
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტალინი რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების შესაძლებლობის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ განცხადება მარკუს ცაჰკნმა „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
„არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები, მაგრამ ჩვენ არასდროს ვიცით, რა სახის ჰიბრიდული სიტუაცია შეიძლება, განვითარდეს. ჩვენ ეს ადრეც ვნახეთ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ რუსეთმა „ნატოსა და ევროკავშირის საზღვრების დაცულობა გამოცადოს“.
„ჩვენ სიფრთხილით ვადევნებთ ყველაფერს თვალს. ვმუშაობთ მჭიდროდ ჩვენს მოკავშირეებთან საზღვრებზე. მე ვერ გამოვიყენებ სიტყვა „შიშს“, რადგან ეს ნორმალური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მოქმედებისთვის. ჩვენ რუსეთის მეზობლად ასობით და ათასობით წელია, ვცხოვრობთ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.