ესტონელი დეპუტატი მარკო მიჰკელსონი - შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ეს კრიტიკული მომენტია დემოკრატიისთვის
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკო მიჰკელსონი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია.
ესტონელი დეპუტატის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიისთვის კრიტიკული მომენტია.
„ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა მისწრაფებებთან, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ აქვს. ეს კრიტიკული მომენტია საქართველოში დემოკრატიისთვის“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ესტონელი დეპუტატი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.