ესპანური მედიის ინფორმაციით, ლევანდოვსკიმ და „რეალმა" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ამტკიცებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მადრიდის “რეალში” გადასვლასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
როგორც ესპანელი ჟურნალისტები წერენ, გადაწყვეტილებას პოლონელი ფეხბურთელის ახალი აგენტის პინი ზაჰავისა და “რეალის” პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის თანაშემწის ხოსე ანხელ სანჩესის შეხვედრაზე მიიღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის პოლონელთან გაფორმდება კონტრაქტი “2+1” სქემით. ტრანსფერის სავარაუდო თანხა არ სახელდება.
ლევანდოვსკიმ “რეალის” შემადგენლობაში ქარიმ ბენზემა უნდა შეცვალოს.