ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე მიიღო. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
სანჩესის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა ძალაში დღეიდან შევა.
გასულ კვირას ესპანეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, თუმცა როგორც თავად სანჩესი აცხადებს, დიდი ალბათობით ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი სამ მილიონზე მაღალია.