ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეხუთედ გახანგრძლივდა. ამჯერად ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე გამოცხადდა.
საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი პარლამენტმა დაუჭირა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობდა.
პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციაში საგანგებო მდგომარეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ესპანელი ხალხის მიერ აქამდე მიღწეული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს.
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა. ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 279 524 შემთხვევაა გამოვლენილი.