ესპანეთში მოსახლეობა გარეთ გასვლას დროის სხვადასხვა ინტერვალში შეძლებს
ესპანეთი, სადაც ევროპის მასშტაბით კორონავირუსის შესაკავებლად განსაკუთრებით მკაცრი ზომები მოქმედებდა, ქვეყნის გახსნისთვის ემზადება. დიდი ალბათობით, მოქალაქეებს უკვე 2 მაისიდან გარეთ ვარჯიშისა და სეირნობის უფლება ექნებათ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოსახლეობას ამ ინიციატივაზე დამატებით დეტალებს დღეს მიაწვდის. გასულ შაბათს უკვე დაუშვეს ბავშვების გარეთ გასვლა.
შემდეგი ეტაპისთვის გარეთ გასვლას უკვე ზრდასრულები და მოხუცებიც შეძლებენ, თუმცა როგორც სანჩესი აცხადებს, დაწესებული იქნება დროის ინტერვალები, რათა ქუჩები არ გადაიტვირთოს და მოსახლეობამ გარეთ ყოფნისას სოციალური დისტანცირების დაცვა მოახერხოს.
ინფორმაციას „ევროპაპრესი“ ავრცელებს.