ესპანეთში მაისის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე სწრაფი მატება დაფიქსირდა
ესპანეთში მაისის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე სწრაფი მატება დაფიქსირდა

ესპანეთში მაისის შემდეგ კორონავირუსული ინფექციის ყველაზე სწრაფი მატება აღინიშნა.  „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 15 ივლისს კი კორონავირუსული ინფექცია 390 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევების უმრავლესობა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში: არაგონსა და კატალონიაში გამოვლინდა.

კატალონიის ლეიდას პროვინციაში საკარანტინო შეზღუდვები თავიდან დაწესდა, რაც გავლენას 160 000-მდე ადამიანზე მოახდენს. ესპანეთმა საკარანტინო შეზღუდვები 21 ივნისს მოხსნა.