ესპანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ესპანეთში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 123 ადამიანი დაიღუპა. გამოვლინდა ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ „ელ პაისი“ წერს.
ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობა 26 744-ს აღწევს, გამოვლენილია ინფიცირების 227 000 შემთხვევა.
ახალი კორონავირუსისგან ესპანეთში უკვე 137 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა.