ესპანეთში „კოვიდ-19“-ის გამო დახურული კომპანიების ნახევარზე მეტი ისევ გაიხსნა
ესპანეთში „კოვიდ-19“-ის გამო დახურული კომპანიების ნახევარზე მეტი ისევ გაიხსნა. ინფორმაციას „როიტერი“ ესპანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტატისტიკის მიხედვით, მაისიდან ესპანეთში მკაცრი კარანტინის დასრულების შემდეგ მთავრობასთან 49 159 კომპანია დარეგისტრირდა. ეს რიცხვი იმ კომპანიებს ნახევარზე მეტს შეადგენს, რომლებიც პანდემიის პიკის დროს დაიკეტა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიის პერიოდი ყველაზე მეტად განათლების, სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის სექტორები დაზარალდა.
ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 386 054 შემთხვევა, მათგან 28 838 პაციენტი გარდაიცვალა.